ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ენათმეცნიერები, ამავე უნივერსიტეტსის სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
„ქართულ-რუსული ლექსიკონი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა და იგი 772 გვერდისგან შედგება.
„მსგავსი ლექსიკონების გამოცემა, მნიშვნელვანია საზოგადოებისთვის, რათა მათ, უცხო ენაზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება შეძლონ“ - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ლალი ეზუგბაიას თქმით, სალექსიკონო ერთეულების რაოდენობა 58 000-ზე მეტია და მსგავსი დიდი მოცულობის ქართულ-რუსული ლექსიკონი დღემდე არ გამოცემულა.
სარედაქციო ჯგუფი ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის შექმნასაც აპირებს.