საქართველოში მიმდინარე კვირაში შიდსით ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც "ნიუსპრესს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილთაგან ერთი ქალი და ერთი მამაკაცია.
მარტში შიდსით გარდაცვალების ეს უკვე მე-11 შემთხვევაა.
2012 წლის 1 მარტის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში
შიდსის 80 ახალი შემთხვევაა აღრიცხული. მკურნალობას ამჟამად 1 124 პაციენტი გადის, მათგან 35 - ბავშვია.

















