საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.
ამერიკელი სტუმრები გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებითაც დაინტერესდნენ.
კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები წლების განმავლობაში, უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით საქართველოში რეგულარულად ჩამოდიან და მათთვის საინტერესო თემებთან და საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართვენ.

















