ანტინარკოტიკულ კამპანიაში უმაღლესი სასწავლებლები ჩაერთვნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში დღეს ანტინარკოტიკული აქცია სახელწოდებით - "Sport VS drugs" გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობა იყო.
ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მხიარულ სტარტებში, ქუჩის ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ფრენბურთსა და ნარდში შეჯიბრი გაიმართა.
ანტინარკოტიკულ კამპანიაში ახალგაზრდებს შორის დანაშაულისა და ნარკომანიის პრევენციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პარლამენტთან, მთავრობასთან, თბილისის მერიასთან და პროკურატურასთან ერთადაა ჩართული.
კამპანიის მიზანი, მოზარდებში დანაშაულთა რიცხვის შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.

















