თბილისში სასმელი წყლით უწყვეტად მოსახლეობის დაახლოებით 90 პროიცენტი მარაგდება. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა განაცხადა.
მისი თქმით, შარშან წყლის მიწოდებაზე დაწესებული გრაფიკი 139 000 თბილისელს მოეხსნა.2012 წლის ბოლოსთვის კი - კომპანია თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობის 100%-იან უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
მათისის თქმით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც წყალს გრაფიკით იღებს, მომსახურების სულადობრივ გადასახადს, სულზე 2.40 ლარს იხდის.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების დაზოგვის,
სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენებისა და დანაკარგების მინიმუმამდე შემცირების კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებზე.

















