თბილისის ზოგიერთი უბნის ენერგომომარაგება დროებით შეიზღუდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 10-დან
17.00 საათამდე გლდანის მასივის I მიკრორაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე საბურთალოს რაიონში გამსახურდიას გამზირს, იოსებიძისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებსაც გაეთიშა.
ქვესადგურ "კიკეთში" სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის მიმდებარე სამი სოფლის - კიკეთის, ბეთანიისა და დიდების მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.

















