ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში მინიმუმ 5 ქულა უნდა მიიღოს, დამრგვალების გარეშე.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაშია ნათქვამი.
დღემდე ექსტერნს თითოეულ საგამოცდო საგანში მინიმუმ 4 ქულა უნდა მიეღო, დამრგვალების გარეშე.
იგივე რჩება შეფასების სისტემა. ექსტერნის შეფასება 10-ქულიანი სისტემის მეშვეობით ხდება.

















