ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნულ ბრძანებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
ბრძანების თანახმად, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ "ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს".

















