კუს ტბასთან, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა ბალახი და ხეები გაანადგურა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარმა 1 ჰექტარი ფართობი მოიცვა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
სამსახურის ცნობით, გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც ბალახის საფარი დაიწვა.

















