საქართველოში ახალი ქალაქის ლაზიკას აშენებას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 59% მხარს უჭერს.
როგორც დღეს სასტუმრო "რედისონში" კვლევის პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, ლაზიკის აშენების იდეას მოსახლეობის 27% არ ეთანხმება.
მისი თქმით, რაც შეეხება თვითონ ქალაქის აშენების იდეას, გამოკითხულთა 82% ამის შესახებ ინფორმირებული არ არის, ხოლო 68% მიიჩნევს, რომ სანამ ლაზიკის მშენებლობის ინიციატივა გამოცხადდებოდა, მანამ საჯარო კონსულტაციები პარლამენტში უნდა გამართულიყო.
კვლევის პროცესში გამოკითხულია 3 161 მოქალაქე.

















