ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ თერჯოლის საავადმყოფოში1 წლის და 3 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
როგორც "ნიუსპრესს" სააგენტოში განუცხადეს, ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, საქმის მასალების მოკვლევა მიმდინარეობს. რაიონში გაგზავნილია სპეციალური კომისიაც, რომელიც მასალებს ადგილზევე შეისწავლის.
1 წლის და 3 თვის ბარბარე სოფრომაძე თერჯოლის საავადმყოფოში 19 მარტს, გამთენიისას გარდაიცვალა. მშობლების თქმით, მას ერთ-ერთი გადასხმის შემდეგ გული გაუჩერდა.
ბარბარე სოფრომაძე კლინიკაში მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით 17 მარტს მოათავსეს.
კლინიკის ხელმძღვანელობამ მკურნალ ექიმს ნელი გურაბანიძეს და ორ მედდას საქმიანობის ლიცენზია დროებით შეუჩერა.

















