გასული დღე-ღამის განმავლობაში გაზით ინტოქსიკაციის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 13 წლის ციური
ტატუაშვილი, 9 წლის ემა კაზაროვა და მოსწავლე გიორგი ივანიშვილი საავადმყოფოში 146-ე საჯარო სკოლიდან გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
სკოლაში შემთხვევის მიზეზები და დეტალები "ნიუსპრესს" არ განუმარტეს. მათი თქმით, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული და დასკვნაც მათ გააკეთეს.
მიმდინარე წელს, გაზით 13 მოქალაქე მოიწამლა. 4 მათგანი კი - გარდაიცვალა.

















