,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე" (Summer Job) პროგრამისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტთა რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით, დღეიდან 20 აპრილამდე განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველ ერთ ვაკანსიას აირჩევს.

















