ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში დღეს აფეთქება მოხდა.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების
შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა. ის წნევის შედეგად მესამე სართულიდან გადმოვარდა.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება წყლის გამათბობლიდან გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ დაშავებული იმყოფებოდა.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად საშუალო სიმძიმისაა.

















