კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა.
როგორც "ნიუსპრესს" შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცენტრი სახლ-მუზეუმის ბაზაზე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით შეიქმნა.
პროექტის ფარგლებში, ცენტრში ბიბლიოთეკისა და კომპიუტერული კურსის გახსნაა დაგეგმილი, სადაც ერთი წლის განმავლობაში ხოვლეს სკოლის მოსწავლეები და მომავალი აბიტურიენტები უფასოდ ისწავლიან.
პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის და გამგეობის მუზეუმების გაერთიანების დახმარებით ხორციელდება.

















