საქართველოში არსებობენ სამედიცინო დაწესებულებები, სადაც 20 წლის წინანდელი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატები დგას.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფრიდონ თოდუამ დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლისას გააკეთა.
როგორც თოდუამ აღნიშნა, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი 10 წელზე მეტი ხნის არ უნდა იყოს.
"ისინი გერმანიაში გადაყარეს და ვიღაცას ჩვენთან ჩამოაქვს" – განაცხადა ვიცე-სპიკერმა და ჭიაბერაშვილს ამ საკითხის მოგვარება სთხოვა.
აღნიშნულზე მინისტრობის კანდიდატს თავისი მოსაზრება არ გამოუთქვამს.

















