თბილისში წერეთლის გამზირს წყლის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღუდგება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წყალსადენზე
აღდგენითი სამუშაოები გვიან ღამით დასრულდა. წყლის მილი მთლიანად შეიცვალა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების აღდგენა ერთ საათში იქნება შესაძლებელი.
წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ტერიტორიას წყალი უკვე მეორე დღეა არ მიეწოდება. ამის მიზეზი 500 მმ-იან წყალდენზე მომხდარი ავარია გახდა.

















