თბილისში წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს წყლის მიწოდება ღამის 12 საათიდან აღუდგება.
როგორც "ნიუსპრესს" "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი 400 მმ-იანი მილის დაზიანება გახდა.
დაზიანების შედეგად წერეთლის გამზირს წყალი 14:00 საათიდან არ მიეწოდება. სარეაბილიტაციო საუშაოები უკვე მიმდინარეობს.

















