საინფორმაციო ცენტრმა ნატოს შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ასევე ახალგაზრდულ ფორუმს "რეგიონალური განვითარება და ახალგაზრდობის როლი" დაესწრნენ და მის მონაწილეებს ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია ჩაუტარეს. ფორუმში 50 ახალგაზრდა მონაწილეობს.

















