განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში დღეს, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა პირველკლასელთა რეგისტრაცია, საატესტატო გამოცდები და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაცია იყო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მასწავლებელთა საატესტატო გამოცდები 2011-2012 სასწავლო წლის ბოლოს რვა საგანში, კომპიუტერის მეშვეობით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.
ცვლილება შედის პირველკლასელთა დარეგისტრირების წესშიც. წელს პირველად, დარეგისტრირება ელექტრონულად, მხოლოდ სპეციალურ ვებგვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. დადგინდება პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული სარეგისტრაციო ვადაც.
მინისტრმა დირექტორებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ სამინისტრო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომავალშიც განაგრძობს.

















