საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ქვეყნის ყველა უღელტეხილი გახსნილია და ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული.
რაც შეებეხა ცენტრალურ მაგისტრალებს, მოძრაობა მაგისტრალებზეც თავისუფალია. შეზღუდული არ არის მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში დღეიდან თოვა შეწყდება და გამოიდარებს.

















