"ევროპის სახლში" ტრადიციული რეწვის განვითარების პროექტზე ხვალ ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" "ევროპის სახლიდან" აცნობეს.
ბრიფინგზე პროექტის ხელმძღვანელები საზოგადოებას მის მიზნებს გააცნობენ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცის მიაწვდიან.
პროექტი "ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
იგი კულტურულ-ტრადიციული რეწვის განვითარებასა და მის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტის პრეზენტაცია 2012 წლის 22 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

















