რიყის პარკსა და ნარიყალას კომპლექსს საბაგირო გზა დააკავშირებს.
როგორც "ნიუსპრესს" დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, 500 მეტრიან საბაგირო ხაზზე 8 გონდოლა დამონტაჟდება. თითო გონდოლა 12 მგზავრს დაიტევს. გონდოლები უჟანგავი ლითონისა და მინისგან დამზადდება, რომელიც შიგნიდან ძველი თბილისის ხედებით გაფორმდება.
საბაგიროს ავსტრიული კომპანია "ლაიტნერი" აშენებს. მშენებლობა მაისში დასრულდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 350 ავტომანქანაზე გათვლილი სადგომიც მოეწყობა.

















