სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით,
დღეს, პროფესორ სტივენ ჯონსის ახალი წიგნის - "საქართველოს პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე," პრეზენტაცია გაიმართება.
პროფესორ სტივენ ფ. ჯონსს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლამ 1984 წელს მიანიჭა. ის ასწავლიდა კალიფორნიის, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი და წმ. ენთონის კოლეჯის ასოცირებული წევრი.
პროფესორი ჯონსი, საქართველოს შესახებ 70-მდე სამეცნიერო სტატიის და ნამუშევრის ავტორია. 2005 წელს მან გამოსცა წიგნი „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა
სოციალურ დემოკრატიამდე, 1883-1917“, (Harvard University Press). 2010 წელს კი გამოსცა წიგნი „ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში" ).
პროფესორი ჯონსის ორგანიზებით ჩატარდა ასევე რამდენიმე კონფერენცია საქართველოს შესახებ.
წიგნის პრეზენტაცია დღეს, 17:30 საათზე გაიმართება.