ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე წელი კაშხალების მშენებლობის
წინააღმდეგაა მიმართული. საქართველოში კი, 2012 წელი მთავრობამ ჰესების მშენებლობის წლად გამოაცხადა.
მათი თქმით, ასეთი პროექტები ქვეყანაში ეკოლოგიურ კატასტროფას დააჩქარებს.
"მწვანე ალტერნატივა" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას - შეწყდეს დაგეგმილი და გარემოსთვის საზიანო ჰესების სამშენებლო სამუშაოები.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგო-სექტორის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია საზოგადოების ფართო მონაწილეობით უნდა შემუშავდეს, რათა ბუნებისა და მოსახლეობისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩეს.

















