თბილისში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში დღეს CO-თი ინტოქსიკაციით ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, სწორედ იმავე მისამართიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დღეს CO-თი ინტოქსიკაციით 38 წლის პაციენტი შეიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

















