თბილისში არქიტექტურისა და დიზაინის საერთაშორისო სკოლის გახსნა იგეგმება, რომელშიც განათლების მიღებას ერთდროულად ასამდე სტუდენტი შეძლებს.
ამის თაობაზე დეტალების დასაზუსტებლად იტალიელი დიზაინერი ჯორჯო ჯუჯარო და მისი ვაჟი ფაბრიციო ჯუჯარო თბილისში ჩამოვიდნენ.
ისინი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდებიან.
" სკოლა ერთადერთი იქნება მთელს კავკასიაში, რომელიც 21-ე საუკუნის სტანდარტებზე იქნება აგებული და ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება. დაწესებულებაში სწავლის საშუალება ქართველებთან ერთად უცხოელებსაც ექნებათ და მათ მასტერ კლასებს მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები ჩაუტარებენ" - განაცხადა ჯორჯო ჯუჯარომ.
ხვალვე ფაბრიციო ჯუჯაროს პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც დიზაინერი 2020 წლის ბათუმთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას წარმოადგენს.

















