დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების
ცენტრში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოში ნალექი წვიმის სახითაა მოსალოდნელი, ხვალიდან 17 მარტის ჩათვლით კი - ინტენსიურად ითოვებს.
სინოპტიკოსების ცნობით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში, ნალექი აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ ზოგიერთ რაიონებში დაფიქსირდება.
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღეს +10 გრადუსი იქნება, ხოლო 15-17 მარტს - 0 +5 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება თოვლის საფარს, დღეისთვის ხულოში - 3 მ-ს, ხოლო ჯვრის უღელტეხილზე კი 2 მ-ს აჭარბებს.
არამდგრადი ამინდები 18 მარტის ჩათვლითაა ნავარაუდევი.

















