"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" (IBR) მიერ ჩატარებული კვლევის - "საქართველოს ყველაზე წარმატებული 50 კომპანია" შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება. პრეზენტაცია ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საქართველოს TOP 50-ში შესული კომპანიების 70% მომსახურების სფეროში, ხოლო 30% – წარმოების სფეროში საქმიანობს.
ყველაზე წარმატებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმი 2011 წელს მათი ბრუნვის მონაცემები იყო.
IBR-მა საქართველოს ბაზარზე კვლევა TOP 50 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელა.

















