გლდანის რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 17:00 საათამდე ელექტროენერგია გლდანის მასივის I და VII მიკრორაიონების ნაწილს არ მიეწოდება.
"თელასის" ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

















