დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, დღეს ჯვრის უღელტეხილი ჩაკეტილია.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, თოვლის მაღალი საფარის გამო, საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე ისევ შეფერხებებია. იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.
რაც შეეხება ქვეყნის სხვა გზებს, ცენტრალური მაგისტრალები თავისუფალია და ამ დროისთვის ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არ მოქმედებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება.

















