უამინდობის მიუხედავად, საქართველს ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ავთო
დვალიშვილმა განუცხადა, დიდთოვლობას ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეფერხებები არ გამოუწვევია. ამ დროისთვის მათი ენერგომომარაგება შეზღუდული არ არის.
სინოპტიკოსების ცნობით, უახლოესი დღეების მანძილზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ითოვებს. ამინდის გაუმჯობესება 18 მარტამდე არ არის ნავარაუდევი.

















