პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი უახლოეს პერიოდში შრომის კოდექსის ცვლილებას პროგნოზირებს.
როგორც "ნიუსპრესს" გაერთიანებიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, იგი პრესკონფერენციას პროფკავშრების გაერთიანების სხდომათა დარბაზში დღეს გამართავს.
პრესკონფერენციაზე პეტრიაშვილი ჟურნალისტებს მისი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების დეტალებს გააცნობს. იგი იმაზეც ისაუბრებს, თუ როდის და რა მიმართულებით იგეგმება შრომის კოდექსის ცვლილება.

















