დასავლეთ საქართველოში ხვალ თოვა შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე
აღმოსავლეთის ქარი იქროლებს.
მცირე თოვას პროგნოზირებენ ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. გორსა და სურამში კი - ისევ ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
გურია-აჭარის მთიანეთში და გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება შენარჩუნდება.
აჭარის მაღალმთიან სოფლებში დღეს თოვლის საფარის სიმაღლე 1 მერტს აჭარბებს. თოვლია დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე. ხულოში კი - დღეს ზვავიც ჩამოწვა.

















