რიკოთის უღელტეხილზე ქარბუქის გამო ე.წ ტრაილერებისა და მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სხვა სახის ტრანსპორტი რიკოთზე ჩვეულებრივ გადაადგილდება.
ამასთან, მათი ინფორმაციით, თოვლის გამო ხილვადობა ძალიან დაბალია საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ამ მიზეზით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

















