თბილისში გამთენისას 65 წლის მამაკაცი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი თიანეთის
გზატკეცილზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. სახლში 65 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომლის გადარჩენაც მიღებული დამწვრობვის გამო ვერ მოხერხდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.
გარდა ამისა, გუშინ ღამით საგანაგებო სიტუაციების სამსახურში კიდევ ერთი შეტყობინება შევიდა. შეტყობინების შედეგად თამარაშვილის 13ა-ში გასულ მაშველებს, მისამართზე არსებული კორპუსის ეზოში მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კორპუსის ერთ-ერთი სართულიდან გადმოვარდა.

















