საქართველოს უმეტეს რაონებში უახლოეს დღეებში თოვა გაგრძელდება.
როგორც "ნიუსპრესს" ამინდის პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დღეს, დღის მეორე
ნახევარში, დასავლეთ საქართველოში ნალექი შესუსტდება, თუმცა, მაინც ითოვებს. მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი ხვალ აღმოსავლეთ საქართველოშიც.
ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე გორისა და სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის ქარი იქროლებს.
გურია-აჭარის მთიანეთში და გუდაური-კობის მონაკვეთზე კი - ზვავსაშიშროება შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების თქმით, გამოდარება ჯერ მოსალოდნელი არ არის.

















