განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და UNICEF ერთობლივი პროექტის - "ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში ხვალ ფორუმს გამართავენ.
ფორუმზე ერთი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია მოეწყობა.
პროექტის მიზანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესებაა.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის, სამინისტროების, რეგიონალური მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

















