თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლეებმა დღეს, ანუაშვილების 11 შვილიანი, კახეთელიძეების 4 შვილიანი და ალთუნიძეების 7 შვილიანი ოჯახები მოინახულეს.
საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მოსამართლეებმა დამდეგი 2013 წელი ოჯახებს ტკბილეულით მიულოცეს და მათ საკუთარი დანაზოგის სახით ფინანსური დახმარება გადასცეს.
”ჩვენი ვალია დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს, შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ყოფითი პრობლემები და რაც ყველაზე მთავარია, დახმარება არ იყოს ერთჯერადი. თბილისის საქალაქო სასამართლო მათზე მეურვეობას იღებს და სისტემატურად გაუწევს ფინანსურ დახმარებას”- განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.