დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მოადგილეებთან ერთად დღეს პაატა ბურჭულაძეს შეხვდა.
ცნობილი მომღერალი სამინისტროში ფონდ ”ივერიის” სახელით იმყოფებოდა. შეხვედრის თემა კი, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის მშენებლობა გახლდათ.
როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტაძარს მთელი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართული ემიგრაცია ერთად აშენებს.
შეხვედრის მიზანი აღნიშნული მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მშენებლობაში სამინისტროს წარმომადგენლების ჩართვა გახლდათ.
დავით ნარმანიამ მთელი სამინისტროს სახელით, მშენებლობის საქმეში ჩართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ანალოგიური მისიით, პაატა ბურჭულაძე რამდენიმე სამინისტროს და ორგანიზაციას უკვე სტუმრობდა.