საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა,
დღეს, სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები საახალწლოდ, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბენეფიციარები სხვადასხვა პროფესიული კურსის სტუდენტები იყვნენ.
სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული სასწავლებლში (EMIS) სტუდენტებს საშუალება აქვთ მაღალი დონის სტანდარტულ საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, თანამედროვე კომპიუტერული სპეციალობებს დაეუფლონ. EMIS-ი სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმატებით თანამშრომლობს. ამ ორგანოზაციებში სტუდენტები პრაქტიკას გადიან.
EMIS-ში ფუნქციონირებს Cisco-ს რეგიონალური აკადემია და საქართველოში პირველი Microsoft IT აკადემია, რომლის ფარგლებში საოფისე პროგრამების ავტორიზებული კუსრების გავლაა შესაძლებელი.