საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კვების პროდუქტებზე საჯარო შესყიდვას აცხადებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
„იგეგმება ხარისხის გაუმჯობესება სხვადახვა პროდუქციისათვის. მაგალითად, ჯარის მენიუში მეორე კატეგორიის საქონლის ხორცს შეცვლის პირველი კატეგორიის ხორცი, რომლის გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია“ - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
საჯარო შესყიდვა დაყოფილია მაქსიმალურად დივერსიფიცირებული პროდუქტული და რეგიონული ნიშნით, რომელიც მცირე და საშუალო სიდიდის ადგილობრივ კომპანიებს, ეროვნული პროდუქციის მწარმოებლებს, საშუალებას მისცემს ჯარის მომარაგებაში მიიღონ მონაწილეობა.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადა 2013 წლის 5 იანვარია.