არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის სახლი“ და ვოკალურ-თეატრალური სტუდია „ლურჯა ცხენები“ საახალწლო კონცერტს გამართავენ.
თეატრალური სტუდიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად გლდანის ბავშვთა კრიზისული ცენტრის ბენეფიციარები და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი სახეები -სოფო ბედია, თამარ მეჭიაური და პროექტ ნუცას სკოლის გამარჯვებული დიმა სიჭინავა მიიღებენ.
ღონისძიება ხვალ 18:00 საათზე გაიმართება