სახელმწიფო კანცელარიაში, დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განსახილველად 8 საკითხი იყო გამოტანილი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის, სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარეობისა და ეპილეფსიითა და სხვა დაავადებით დაავადებულ ბავშვთათვის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის სტატუსის მინიჭებაში არსებული პრობლემების შესახებ, ასევე, ამ პირთა ორგანიზაციებისთვის უძრავი ქონების შეღავათიანი პირობებით გადაცემასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, მათთვის და მათი ორგანიზაციებისათვის საგადასახო შეღავათების საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შექმნისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის ბავშვთა ოჯახების პრობლემების შესახებ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს. მომდევნო სხდომა 2013 წლის გაზაფხულზე გაიმართება.