საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი იმერეთისა და აჭარის რეგიონს სტუმრობენ.
კულტურისა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი და მისი მოადგილე ქუთაისს უკვე ესტუმრნენ, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ს.ს.ი.პ-ის წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრას მუზეუმების დირექტორები, თეატრების მმართველები და სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კულტურის მინისტრი და მინისტრის მოადგილე დღეს აჭარის რეგიონში, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ს.ს.ი.პ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გააგრძელებენ.