რუსთავის მეტალურგიული ქარხანა “ჯეოსტილის” მუშები გაფიცვას განაგრძობენ . ისინი უკვე მეოთხე დღეა, ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, გაფიცულები არიან.
პროფკავშირების პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ აქციის მონაწილეებს საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეც შეუერთდება.
ირაკლი პეტრიაშვილი ქარხნის ადმნისტრაციასთანაც გეგმავს შეხვედრას.
მუშებს, პროფკავშირებს და ქარხნის ადმინსიტრაციას შორის გუშინ გამართული შეხვედრა, უშედეგოდ დასრულდა.