საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ხვალ ანსამბლ „ფერხისას“ საღამო გაიმართება.
ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, საღამოზე ხალხური სიმღერები და საგალობლები შესრულდება.
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ფერხისა“ 2008 წელს, ნათია დათუაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები და საეკლესიო საგალობლებია.
დაარსების დღიდან ანსამბლი „ფერხისა“ სხვადასხვა კონცერტებისა თუ ღონისძიებების, საქველმოქმედო საღამოების აქტიური მონაწილეა და თავადაც მართავს ამგვარი ტიპის საღამოებს. ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიება ხვალ 18:00 საათზე დაიწყება.