საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" და თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი,
ხვალ, სპეკტაკლის "12 თვე" პრემიერას წარმოადგენენ.
სპექტაკლი სამუილ მარშაკის ზღაპრის მიხედვით, ახალგაზრდა სანკტ-პეტერბურგელმა რეჟისორმა დიმიტრი პავლოვმა დადგა.
"რუსული კლუბის" ინფორმაციით, ჩვენება საქველმოქმედოა და მას ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატების და სარეაბილიტაციო ცენტრების აღსაზრდელები ნახავენ.
პრემიერას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრება, რომელიც ასევე გახსნის გამოფენას, სახელწოდებით "ჩემო კარგო ქვეყანავ".
სპექტაკლს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.