სარემონტო სამუშაოების გამო 28 დეკემბერს 10 - დან 13 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა კოსტავას, ბენდელიანის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, ბერბუკის, აფაქიძის, კვერნაძის, კოდორის და ალმასიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
10 - დან 15 საათამდე კი ელექტრომომარაგება ვაჟა-ფშაველას I შესახვევის და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.
ხვალვე, ქვესადგურში "აეროპორტი," მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 10 - დან 16 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, იუმაშევის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.