ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინო და მედიაკომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრი,
მსოფლიო კინოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და მას ერთდღიან ფესტივალს უძღვნის.
„ილიაუნის“ პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ძმები ლუმიერების პირველი ფილმები, ჟორჟ მელიესის “მოგზაურობა მთვარეზე“, „ადამიანი ორკესტრი“, „ადამიანი რეზინის თავით“ და მაქს ლინდერის „უიღბლობის შვიდი წელი“.
ფესტივალი ხვალ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართება.